27 მაისს ახმეტის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ისტორიის კლუბ "ერუდიტი"-ს ფარგლებში გაიმართა კონკურსი "რა ვიცი ჩემი სამშობლოს შესახებ". გამოვლინდა ყველაზე მაღალქულიანი კონკურსის გამარჯვებული მეცხრე კლასის მოსწავლე თეონა თედეშვილი, რომელსაც ჯილდოს სახით გადაეცა ,,ჩემი საქართველო"-ს წიგნი.
საკლუბო მუშაობა
вторник, 28 мая 2019 г.
среда, 15 мая 2019 г.
четверг, 28 февраля 2019 г.
საკლუბო მუშაობა
სსიპ ქალაქ ახმეტის N1 საჯარო სკოლა ისტორიის კლუბ "ერუდიტი"-ს ინიციატივით ჩაერთო პროექტში- "მწერლები ევროპული ღირებულებებისათვის". ამ პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა პოეტ რატი ამაღლობელთან. შეხვედრამ ჩაიარა საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი აქტიურობით. სასკოლო თემის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე დაიგეგმა შემდგომი შეხვედრები არაერთ ცნობილ შემოქმედთან.
четверг, 13 декабря 2018 г.
კლუბის მუშაობის ამსახელი ინფორმაცია
12 დეკემბერს ქ.ახმეტის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ისტორიის კლუბ "ერუდიტის" წევრთა შეხვედრა ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების წარმომადგენლებთან. შეხვედრა შედგა კლუბის წევრების ინტერესებიდან გამომდინარე. მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიული ძეგლების შესახებ. დაიგეგმა ერთობლივი გასვლითი ექსკურსიები.
среда, 24 октября 2018 г.
ისტორიის კლუბ ,,ერუდიტის“ წესდება და სამოქმედო გეგმა
სსიპ ქალაქ ახმეტის N1 საჯარო სკოლაში
დაარსებული ისტორიის კლუბის სახელწოდება: ,,ერუდიტი“
დევიზი: ,,განათლება-გზა ნათელი
მომავლისაკენ!“
ლოგო
სსიპ ქალაქ ახმეტის N1 საჯარო სკოლის
ისტორიის
კლუბ ,,ერუდიტის“
წესდება
მუხლი 1. ზოგადი
დებულებები
1. სსიპ ქალაქ
ახმეტის N1 საჯარო სკოლის კლუბი ,,ერუდიტი“ (შემდგომში - კლუბი)
დაფუძნებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „ე“
ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ
პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით
დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის წესდების“ მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის
საფუძველზე მოსწავლეთა თვითმმართველობის
წევრთა ინიციატივით.
2. კლუბი
დაფუძნებულია ერთი სასწავლო წლის
ვადით.
3. კლუბს
აქვს სახელწოდება, აგრეთვე
შეიძლება ჰქონდეს სხვა
რეკვიზიტები.
4 კლუბის
იურიდიული მისამართი: საქართველო ქ. ახმეტა . სსიპ ახმეტის N1 საჯარო სკოლა.
მუხლი
2. კლუბის მიზნები და დაარსების
იდეა
1.კლუბის მიზნებია:
1.1. სკოლის მოსწავლეებისათვის
საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების მიცემა;
1.2. სასკოლო პროგრამების მხარდაჭერა;
1.3. საგანმანათლებლო ბაზის შექმნა;
1.4. მოსწავლეთა
კვლევის, ანალიზის, ჯგუფური მუშაობისა და
დისკუსიის უნარების გამოვლენა, ჩამოყალიბება და განვითარება;
1.5.მიღებული
ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში;
1.6.
პრეზენტაციის უნარების ჩამოყალიბება;
1.7. პრობლემების
გადაჭრის უნარების განვითარება;
1.8. წყვილებში,
ჯგუფურად და ინდივიდუალურად მუშაობისას გამოცდილების მიღება-გაზიარება;
2. კლუბის დაარსების
იდეაა მოსწავლეთათვის კლუბის ფარგლებში საინტერესო ისტორიული საკითხების განხილვა,
სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება მოსწავლეთა პრაქტიკული და
თეორიული უნარების განვითარებისათვის.
მუხლი
3. კლუბში გაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა
1. კლუბის წევრობა
ნებაყოფლობითია;
2. კლუბის წევრი
შეიძლება გახდეს ამავე სკოლის
საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის
მიზნებს;
3. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა
მიმართოს კლუბს წერილობით ამ
წესდების დანართი N1 -ით დამტკიცებული ფორმით;
4. კლუბის წევრი
ვალდებულია მიიღოს
მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების
მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები
და კლუბის მიერ მიღებული
გადაწყვეტილებები;
5. კლუბის წევრს
ეკრძალება იმოქმედოს
ორგანიზაციის სახელით კურატორთან
შეთანხმების გარეშე;
6. კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის
მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის
საქმიანობასთან;
7. კლუბის წევრს
უფლებამოსილება უწყდება:
ა) პირადი განცხადების
დაფუძველზე;
ბ) კლუბის წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, როდესაც
მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და
უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების
დებულებებს;
გ) მოსწავლის ამორიცხვის,
გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად;
8. კლუბის წევრთა რაოდენობა არ
არის გასაზღვრული.
მუხლი 4. კლუბის მართვა
და გადაწყვეტილებების მიღების წესი
1. კლუბს შეიძლება
ჰყავდეს მინიმუმ ერთი კურატორი (მასწავლებელი), რომლის
უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს
კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს
კლუბი მესამე პირებთან, უხელმძღვანელოს კლუბის
მიერ განსახორციელებელი
პროექტებისა და პროგრამების
შემუშავებასა და რეალიზაციას,
განაგოს კლუბის ქონება;
2. გადაწყვეტილების მიღებისას
ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ
დამსწრეთა უმრავლესობით.
მუხლი 5. კლუბის მუშაობა
1. კლუბი იკრიბება
საჭიროებიდან გამომდინარე;
2. კლუბი მუშაობს
წინასწარ შემუშავებული სამუშაო გეგმით;
3. კლუბის კურატორი ინტერნეტსივრცეში სკოლის ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე ან
ბლოგზე განათავსებს შემდეგ ინფორმაციას:
3.1. კლუბის სახელწოდება და
შესაბამისი ატრიბუტიკა;
3.2. კლუბის წესდება, მისი
დაარსების იდეა და მიზნები;
3.3. კლუბის სამუშაო გეგმა;
3.4. განაცხადის
ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის;
3.5. საკლუბო აქტივობების ამსახველი ფოტო/ვიდეო
მასალა/შესაბამისი ბმული;
4. ამ წესდების მეორე მუხლით
გათვალისწინებული ამოცანებისა და მიზნების
მისაღწევად კლუბის წევრები:
4.1.ახორციელებენ კვლევას სკოლის
მოსწავლეთათვის საინტერესო საკითხვებზე;
4.2.ორგანიზებას უწევენ
კონკურსებსა და სხვადასხვა პროექტებს;
4.3.უზრუნველყოფენ მოსწავლეთა
ინფორმირებას კლუბის ფარგლებში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით;
4.4.წინადადებებით მიმართავენ სკოლის
მოსწავლეთა თვითმმართველობას.
მუხლი 6. კლუბის საქმიანობის
შეწყვეტის საფუძვლები
კლუბის საქმიანობა წყდება:
ა) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების
გადაწყვეტილებით, თუკი კლუბმა დაკარგა აქტუალურობა (მოსწავლეებში დაინტერესება);
ბ) კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.
მუხლი 7. ცვლილებების შეტანა
კლუბის
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ცვლილების შესახებ
ინიციატივის მოსწავლეთა თვითმმართველობის საბაზო/საშუალო საფეხურის გაერთიანებულ
სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების შედეგად.
ისტორიის კლუბ "ერუდიტის" სამოქმედო გეგმა
N
|
თარიღი
|
თემა
|
1
|
22-10-2018წ
|
ისტორიის კლუბის წევრთა რეგისტრაცია. წესდებისა და დაგეგმილი აქტივობების
გაცნობა
|
2
|
სასწავლო წლის მანძილზე
|
წლის მანძილზე გაგრძელდება შეხვედრები
და ისტორიული პირების შესახებ ინფორმაციების მოძიება , აზრთა გაზიარება და დისკუსიები
მათ შესახებ.
|
3
|
2018 წლის მანძილზე
|
საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით კონფერენცია
|
4
|
დეკემბერი
|
შეხვედრა ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და ძეგლთა დაცვის
განყოფილების წარმომადგენლებთან. ახმეტაში მდებარე ისტორიული ძეგლებზე ამომწურავი
ინფორმაციის მოძიება და მათი მონახულება.
|
5
|
იანვარ -თებერვალი
|
აყვავების ხანის საქართველო
. დავით აღმაშენებლის რესთან დაკავშირებით
გამოფენა-პრეზენტაციები.
|
6
|
სასწავლო წლის მანძილზე
|
საქართველო - ევროპის ნაწილი. სხვადასხვა პროექტებში
მონაწილეობის მიღება.
|
7
|
მაისი
|
თამარობის
დღის აღნიშვნა
|
8
|
სასწავლო წლის მანძილზე
|
განათლების სამინისტროსა და /ან სხვადასხვა საგანმანათლებლო
დაწესებულებების მიერ გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის მიღება.
|
9
|
მაისი
|
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსის "რა ვიცი ჩემი სამშობლოს შესახებ“- ჩატარება.
|
10
|
ივნისი
|
წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენა
|
Подписаться на:
Комментарии (Atom)















