ჩემ შესახებ

четверг, 13 декабря 2018 г.

კლუბის მუშაობის ამსახელი ინფორმაცია

12 დეკემბერს ქ.ახმეტის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ისტორიის კლუბ "ერუდიტის" წევრთა შეხვედრა ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების წარმომადგენლებთან. შეხვედრა შედგა კლუბის წევრების ინტერესებიდან გამომდინარე. მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიული ძეგლების შესახებ. დაიგეგმა ერთობლივი გასვლითი ექსკურსიები.