ჩემ შესახებ

вторник, 28 мая 2019 г.

საკლუბო მუშაობა

    27 მაისს ახმეტის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ისტორიის კლუბ "ერუდიტი"-ს ფარგლებში გაიმართა კონკურსი "რა ვიცი ჩემი სამშობლოს შესახებ". გამოვლინდა ყველაზე მაღალქულიანი კონკურსის გამარჯვებული მეცხრე კლასის მოსწავლე თეონა თედეშვილი, რომელსაც ჯილდოს სახით გადაეცა ,,ჩემი საქართველო"-ს წიგნი.






среда, 15 мая 2019 г.

კლუბის მუშაობა

15 მაისს სსიპ ქალაქ ახმეტის N1 საჯარო სკოლაში ისტორიის კლუბ "ერუდიტის" წევრებმა ჩაატარეს მორიგი შეხვედრა თემაზე "თამარობა", სადაც განიხილეს თამარ მეფის ეპოქა და პარალელები გაავლეს თანამედროვეობასთან. დაიგეგმა 26 მაისის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით კონკურსის ჩატარება.